გიორგი ნავალოვსკის "სკა-ენერგიამ" ებრაული კლუბი გაანადგურა

AutoSharing Option
ისრაელის შეკრებაზე "სკა-ენერგიამ" 4:0 გაანადგურა ებრაული "კირიათ-განი". ამ მატჩში რუსული კლუბის რიგებში მეორე ტაიმი ითამაშა ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ნავალოვსკიმ.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი ნათან ჟუნიორის ანგარიშზეა, გორის "დილას" ყოფილი ფეხბურთელის, რომელიც შემოდგომაზე გადავიდა "სკა-ენერგიაში".

გუნდს მეორე შეკრებაზე შეუერთდება გოგიტა გოგუა. ასევე მეორე შეკრებაზე უნდა შეუერთდეს გუნდს "დილას" მცველი კახა ალადაშვილი, თუმცა ამ ეტაპზე "სკა-ენერგიას" ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება ჩამოართვეს.

ასევე იხილეთ:
კახა ალადაშვილის ტრანსფერი "სკა-ენერგიაში" შესაძლოა ჩაიშალოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული