football.ua: თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე საოცრებებს აკეთებდა

AutoSharing Option
უკრაინის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან "ჩერნომორეცში" ჩარიცხვას ცდილობს საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი.

მან უკვე ორი მატჩი გამართა "ჩერნომორეცის" მაისურით თურქულ შეკრებაზე - პირველში გოლი გაიტანა, მეორეში კი, უკრაინული "ფუტბოლის" მტკიცებით, გამორჩეული იყო შუახაზში.

"მეორე ტაიმში ნახევარდაცვაში ყველაზე გამორჩეული ოქრიაშვილი იყო. ქართველი უფრო სიღრმიდან მოქმედებდა, ბურთის დასაბრუნებლად მუდმივად იბრძოდა და როდესაც იღებდა მას, ხანდახან ნამდვილ საოცრებებს აკეთებდა, რის გამოც მწვრთნელ რომან გრიგორჩუკს სახეზე სულ ღიმილი და გაოცება აღებეჭდებოდა ხოლმე.

ოი, ტყუილად არ მიუწვევიათ "ოქრი" ოდესაში. არც იმას შეუშინდნენ, რომ ბიჭს ფეხბურთი ხეირიანად
სამი თვეა, არ უთამაშია", -
წერს "ფუტბოლი".

დასკვნაში კი გამოცემა აღნიშნავს, რომ ანტონოვის კარგი თამაშის წყალობით და ოქრიაშვილის დამატებით გრიგორჩუკს შეტევაზე ფიქრი აღარ სჭირდება.

მესამე მატჩი "ჩერნომორეცს" თურქულ შეკრებაზე ბუქარესტის "დინამოსთან" ექნება.

ასევე იხილეთ:
თორნიკე ოქრიაშვილმა "ჩერნომორეცში" მეორედ ითამაშა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული