როგორც გავიგეთ, ის კარიერის გაგრძელებას შვეიცარიაში აპირებს. 20 წლის თავდამსხმელი ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ ციურიხის "გრასჰოპერში" სინჯებზე მიიწვიეს.
შევიტყვეთ, რომ ქვილითაია 18 იანვარს თურქეთში გაემგზავრა, სადაც ამჟამად შვეიცარიელები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან. 22 იანვარს გიორგის "გრასჰოპერში" ხორვატულ "რიეკასთან" საკონტროლო შეხვედრაც უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო არ უთამაშია.
ახალგაზრდა თავდამსხმელის საკითხი
შეგახსენებთ, რომ ქვილითაია თამაშობდა პირველი ლიგის "სასკოში", 2012 წელს უნგრულ "დიორი ეტოში" გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო საქართველოში დაბრუნდა და "დილას" ფორმა მოირგო.
ბოლო შესარჩევ ციკლში ალექსანდრე ჩივაძე მას სისტემატურად იწვევს ახალგაზრდულ ნაკრებში. მანამდე ქვილითაია 19-წლამდელთა წევრიც იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"