მოსალოდნელი ტრანსფერი: გიორგი ქვილითაია "გრასჰოპერში" ისინჯება

AutoSharing Option
გორის "დილაში" დიდი საკადრო ცვლილებებია. გუნდს ადრინდელივით სოლიდური ბიუჯეტი ვერ დაუმტკიცეს და ლიდერების წასვლის პროცესი შეუქცევადი გახდა. ბოლო ინფორმაციით, "დილა" საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ დატოვა.

როგორც გავიგეთ, ის კარიერის გაგრძელებას შვეიცარიაში აპირებს. 20 წლის თავდამსხმელი ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კლუბ ციურიხის "გრასჰოპერში" სინჯებზე მიიწვიეს.

შევიტყვეთ, რომ ქვილითაია 18 იანვარს თურქეთში გაემგზავრა, სადაც ამჟამად შვეიცარიელები სეზონის განახლებისთვის ემზადებიან. 22 იანვარს გიორგის "გრასჰოპერში" ხორვატულ "რიეკასთან" საკონტროლო შეხვედრაც უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო არ უთამაშია.

ახალგაზრდა თავდამსხმელის საკითხი
მალე გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ქვილითაია თამაშობდა პირველი ლიგის "სასკოში", 2012 წელს უნგრულ "დიორი ეტოში" გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო საქართველოში დაბრუნდა და "დილას" ფორმა მოირგო.

ბოლო შესარჩევ ციკლში ალექსანდრე ჩივაძე მას სისტემატურად იწვევს ახალგაზრდულ ნაკრებში. მანამდე ქვილითაია 19-წლამდელთა წევრიც იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
აქ რა ქნა და იქ რას იზამს კაცო?
isaka
13:15 24-01-2014
0
ბოდიში მამითხოვია მაშინ. არა და ბავშვობიდან გრასჰოპერსი მახსოვს.
ოდალა
12:41 24-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული