29 წლის დვალმა პირველი ინტერვიუ მისცა "აზერისპორტს":
- როგორ მოხვდით "ყარაბაღში"?
- ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. გავიგე, რომ კლუბი ჩემით დაინტერესდა და მალევე მოვილაპარაკეთ. ჩვენი ქვეყნები მეზობლები არიან, ინფორმაციის შეგროვება საჭირო არ იყო, ისედაც ბევრი ვიცოდი. ძალიან გამიხარდება, თუ სეზონს ტიტულით დავასრულებ.
- ვინ გითხრათ "ყარაბაღის" დაინტერესების შესახებ?
- ვმეგობრობ ნიკოლოზ გელაშვილთან. მის გამოსვლას ყოველთვის თვალყურს
- არ ფიქრობთ, რომ გელაშვილის ადაპტაცია გუნდში ნელა მიდის?
- მე გელაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ და ვიცი, რომ ის "ყარაბაღს" ძალიან გამოადგება. ყველა ახალწვეულს სჭირდება დრო, ძალიან ცოტა იწყებს ეგრევე კარგად.
- ელოდებით იმ დროს, როცა შეტევის წყვილს ჩამოაყალიბებთ გელაშვილთან ერთად?
- ვინ ითამაშებს, მწვრთნელის გადასაწყვეტია. რასაც ის იტყვის, იმას გავაკეთებ. პირველ რიგში, მინდა, გუნდს სარგებელი მოვუტანო ჩემი თამაშით.
- "ნეფთჩისთან" დაპირისპირება გემახსოვრებათ...
- "ზესტაფონში" ვიყავი და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე წავაგეთ "ნეფთჩისთან". ორივე შეხვედრაში ვითამაშე, გოლიც გავიტანე. მაშინ "ნეფთჩი" ძალიან ძლიერი იყო. მეორე თამაშში ორი გოლი მალე გავუტანეთ, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა ვეღარ შევძელით. ახლა როგორია "ნეფთჩი", არ ვიცი.
- ალბათ, იცით, რომ ის "ყარაბაღის" კონკურენტია ჩემპიონობისთვის ბრძოლაში...
- ანუ საჭიროა, კიდევ გავუტანო მას. ეს, რა თქმა უნდა, მარტო "ნეფთჩის" არ ეხება. ჩვენი მიზანი პირველი ადგილია. ესე იგი, უნდა მოვუგოთ ყველა კონკურენტს.
ასევე იხილეთ:
ჯაბა დვალი "ყარაბაღში" - ყოფილი ზესტაფონური დუეტი აზერბაიჯანში