რომან ასხაბაძე: ახლა ჯანო ანანიძის დაბრუნება "სპარტაკში" არასწორი იქნება

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" გენერალურმა დირექტორმა რომან ასხაბაძემ sport-express.ru-სთან ინტერვიუში "როსტოვში" განათხოვრებულ ფეხბურთელებზე, ჯანო ანანიძესა და არტიომ ძიუბაზე ისაუბრა.

- ძიუბა და ანანიძე სეზონს "როსტოვში" გააგრძელებენ? არ გინდათ მათი დროზე ადრე დაბრუნება?
- ვფიქრობ, ეს არასწორი იქნება "სპარტაკთან" და თავად ფეხბურთელებთან მიმართებაში. ვფიქრობ, ეს ვინმეს უცნაურად მოეჩვენება, მაგრამ როცა ბიჭები კარგად არიან და მუდმივ სათამაშო პრაქტიკას ღებულობენ, მათი დაბრუნება არასწორია.

ამ პერიოდის შედეგები უნდა შევაჯამოთ და მხოლოდ მაშინ ვისაუბროთ ფეხბურთელების "სპ
არტაკში" დაბრუნებაზე. ამასთან ერთად, ფეხბურთელების სატრანსფერო ფასი, რომლებიც მუდმივად თამაშობენ და სათადარიგოთა სკამზე არ სხედან, იზრდება.

ასევე იხილეთ:

ლეგიონის უქმეები: კობის მარცხიანი სტარტი და ქართული გოლი საფრანგეთში [VIDEO]

ჯანო ანანიძე: შვებულებისას კალაძესა და დემეტრაძესთან ერთად ვბურთაობდი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული