![](https://sportall.ge/pictures/image5/b7a634edfcd095dcdae669cc586d0e90.jpg)
ოდესელთა მთავარმა მწვრთნელმა რომან გრიგორჩუკმა უკრაინულ "სპორტ ექსპრესს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც თორნიკეს შესახებ თავისი აზრი გამოთქვა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გრიგორჩუკმა ერთ-ერთ ინტერვიუში სინჯებზე მყოფ ოქრიაშვილზე ორაზროვნად თქვა - როგორც ფეხბურთელი მომწონს, მაგრამ მისი ამჟამინდელი ფორმით უკმაყოფილო ვარო... (იხილეთ ვრცლად)
ინტერვიუში გრიგორჩუკს დავით თარგამაძესა და ზოგადად, ქართველ ფეხბურთელებსა და ქართულ მენტალიტეტზეც ჰკითხეს აზრი.
- ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით,
- ამაში ვერაფერს ვხედავ ორაზროვანს. ფეხბურთელი ან მოგწონს, ან - არა. ოქრიაშვილი თავისი სტილითა და სათამაშო მახასიათებლებით მომწონს, მისი დღევანდელი მდგომარეობა კი სულ სხვა საკითხია. თუმცა ამას ობიექტური მიზეზები აქვს და სათანადო მუშაობის შემთხვევაში, სულ მალე სხვაგვარი იქნება. ოქრიაშვილს კარგ ფეხბურთელად მივიჩნევ და მინდა, რომ ის ჩვენთან იყოს.
- შესაძლოა თუ არა, რომ მის მოქმედებებზე გავლენა უცხო პოზიციაზე თამაშსაც ჰქონოდა? "ილიჩევეცში" ის ცენტრფორვარდის პოზიციაზე ხომ იშვიათად თამაშობდა, თქვენს გუნდში კი მას სწორედ ეს ამპლუა მიანიჭეთ...
- არ შემცდარხართ. რუმინულ "დინამოსთან" მატჩში ის მართლაც შეტევაში თამაშობდა, რადგან მაინტერესებდა მისი მთლიანი სათამაშო დიაპაზონისა და იმის გარკვევა, თუ სად უფრო უმჯობესი იქნება მისი გამოყენება ჩვენს სქემაში.
- საინტერესოა, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში "ჩერნომორეცს" უფრო ხშირად არა ოქრიაშვილს, არამედ ახლა უკვე მის ყოფილ თანაგუნდელ დავით თარგამაძეს უკავშირებდნენ. ის თქვენი ინტერესის სფეროში კვლავ რჩება?
- ჩვენს ინტერესთა სფეროში რამდენიმე ათეული მოთამაშეა და ჩემი მხრიდან არასწორი იქნებოდა გვარების დასახელება. კონკრეტულ ადამიანზე მხოლოდ მაშინ შემიძლია ვისაუბრო, თუკი ის სინჯებზე ნამყოფია ჩვენთან და ეს საზოგადოებისთვის ცნობილია.
- აქამდე თუ გიმუშავიათ ქართველ მოთამაშეებთან? კარგადაა ცნობილი მათი განსაკუთრებული სათამაშო და ყოფითი მენტალიტეტის შესახებ...
- ფეხბურთელებს ეროვნული ნიშნით არ ვყოფ. რუსებს, უკრაინელებს, ბალკანელებსა თუ ქართველებს - გარკვეული სპეციფიკური თავისებურება ყველას აქვს, მაგრამ ამის გარდა, პასპორტის უკან კონკრეტული ადამიანი დგას, ხასიათის განუმეორებელი შტრიხებით.
რაც შეეხებათ ქართველებს, ფეხბურთელობის ჟამსაც მითამაშია მათთან ერთად გუნდში და მიმუშავია, როგორც მწვრთნელსაც. შემიძლია გითხრათ, რომ ისინი ყველანი ბრწყინვალე ადამიანები და სერიოზული მოთამაშეები იყვნენ. ასე რომ, ქართველი ფეხბურთელებისადმი დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი.
ასევე იხილეთ:
"ჩერნომორეცის" დირექტორი: თორნიკე ოქრიაშვილი გუნდს გააძლიერებს
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი "ჩერნომორეცის" ღირსებას დაიცავს
"ოქრიაშვილი პლასტილინია - მისგან კარგი მწვრთნელი სერიოზულ ფიგურას გამოძერწავს"
თორნიკე ოქრიაშვილის საგოლე პასი "დინამოსთან" მატჩში [VIDEO]