ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი "ჩერნომორეცის" ღირსებას დაიცავს

AutoSharing Option
27 იანვარს, მოგვიანებით, ოდესის "ჩერნომორეცის" ოფიციალურმა საიტმა თორნიკე ოქრიაშვილის იჯარის თაობაზე დონეცკის "შახტართან" ხელშეკრულების გაფორმების შესახებ დაადასტურა.

შეთანხმების მიხედვით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოდესელთა კლუბის ღირსებას ერთი წლის განმავლობაში დაიცავს. ასევე ცნობილი გახდა, რომ "ჩერნომორეცში" თორნიკე 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

27 იანვარს, დილით, "ჩერნომორეცი" მეორე თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა და ამჟამად გუნდთან ერთადაა ოქრიაშვილიც.

შეგახსენებთ, რომ ოქრიაშვილმა, რომელიც ბოლოს მარიუპოლის "ილიჩევეცის" ღირსებას იცავდა, თურქეთში ოდესის გუნდის პირველი შეკრება გაიარა და ერთ საკონტროლო მატჩში გოლიც გაიტანა. შემდეგ "ჩერნომორეცი" რამდენიმე დღით ოდესაში დაბრუნდა, ქართველი კი
სამშობლოში გამოემგზავრა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
"ოქრიაშვილი პლასტილინია - მისგან კარგი მწვრთნელი სერიოზულ ფიგურას გამოძერწავს"
"ჩერნომორეცის" მწვრთნელი: ოქრიაშვილი შორსაა თავისი ოპტიმალური ფორმისგან
თორნიკე ოქრიაშვილის საგოლე პასი "დინამოსთან" მატჩში [VIDEO]
football.ua: თორნიკე ოქრიაშვილი მოედანზე საოცრებებს აკეთებდა
მკითხველის კომენტარები / 1 /
ივარჯიშე!!!!
19წლის მიტროვიჩმა ბრიუგეს გაუტანა და მგონი უკვე მე-12 ბურთია სეზონში,18წლის იანუზაი დუბლებს ასრულებს მანჩესტერში,19წლის ბიჭმა მილანს ოთხი(პოკერი!)შეუგდო...ასე რომ ჯერ ძალიან ბევრი გაქვს დასამტკიცებელი და უკრაინის მეხუთე კლუბი კარიერის პიკი არ უნდა იყოს!
akhali
15:00 28-01-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული