ლაშა გვალიას რუსეთის ვიზა ეღირსა და "ურალს" მალე შეუერთდება

AutoSharing Option
ლაშა გვალიას ნატანჯი ტრანსფერის ამბავი მოგეხსენებათ: 22 წლის ნახევარმცველი 31 აგვისტოს ეკატერინბურგის "ურალში" ჩაირიცხა, მაგრამ რუსეთში ჩასვლა და იქაურ პრემიერლიგაში თამაში აქამდე ვერ ეღირსა.

ის თბილისში დაბრუნდა, ინდივიდუალურად ემზადებოდა და რუსეთში სამუშაო ვიზას მოთმინებით ელოდა. ახლა სეზონისთვის "ურალი" არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ემზადება და დავინტერესდით, არის თუ არა გუნდთან ერთად გორის "დილას" ყოფილი ნახევარმცველიც.

სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, შექმნილი პრობლემების გამო "ურალმა" და გვალიამ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყვიტეს და ქართველი თავისუფალი აგენტი გახდა. ამის კვალობაზე, მოწოდებაც გაჩნდა - გვალია
დღეისათვის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია და იქნებ რომელიმე ქართულმა გუნდმა დაიმატოსო...

კონტრაქტის გაწყვეტა კატეგორიულად უარყო გორის "დილას" გენერალურმა მენეჯერმა ლევან სილაგაძემ, რომელმაც გვითხრა: "ტყუილია, კონტრაქტი არ გაწყვეტილა. ლაშას სავიზო პრობლემა მოგვარდა, ვიზა მიიღო და "ურალს" მალე შეუერთდება".

ეკატერინბურგელებთან ერთად ემზადება თავდამსხმელი ჩისამბა ლუნგუც. ზუგდიდის "ბაიას" ყოფილ ფეხბურთელსა და გვალიას ერთმანეთის წინააღმდეგაც უთამაშიათ და, სხვათა შორის, ოთარ გაბელიას ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე ერთადაც მიუწვევია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული