ის თბილისში დაბრუნდა, ინდივიდუალურად ემზადებოდა და რუსეთში სამუშაო ვიზას მოთმინებით ელოდა. ახლა სეზონისთვის "ურალი" არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ემზადება და დავინტერესდით, არის თუ არა გუნდთან ერთად გორის "დილას" ყოფილი ნახევარმცველიც.
სხვათა შორის, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, შექმნილი პრობლემების გამო "ურალმა" და გვალიამ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, კონტრაქტი გაწყვიტეს და ქართველი თავისუფალი აგენტი გახდა. ამის კვალობაზე, მოწოდებაც გაჩნდა - გვალია
კონტრაქტის გაწყვეტა კატეგორიულად უარყო გორის "დილას" გენერალურმა მენეჯერმა ლევან სილაგაძემ, რომელმაც გვითხრა: "ტყუილია, კონტრაქტი არ გაწყვეტილა. ლაშას სავიზო პრობლემა მოგვარდა, ვიზა მიიღო და "ურალს" მალე შეუერთდება".
ეკატერინბურგელებთან ერთად ემზადება თავდამსხმელი ჩისამბა ლუნგუც. ზუგდიდის "ბაიას" ყოფილ ფეხბურთელსა და გვალიას ერთმანეთის წინააღმდეგაც უთამაშიათ და, სხვათა შორის, ოთარ გაბელიას ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე ერთადაც მიუწვევია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"