დავით სირაძე ნალჩიკის "სპარტაკში" დარჩა

AutoSharing Option
ნალჩიკის "სპარტაკი" რომ ბეწვზე გადაურჩა დაშლას, უკვე ვიუწყებოდით. რუსული გუნდის შენარჩუნება მოხერხდა, ოღონდ საგრძნობლად შემცირებული ბიუჯეტით, ფეხბურთელებს კი დავალიანებების ნაწილზე უარის თქმა მოუწიათ.

ვინც ასე არ გააკეთა, "სპარტაკიდან" წავიდა. მათ შორის თავიდან იყო ქართველი ფორვარდი დავით სირაძეც, მაგრამ საბოლოოდ მან მაინც კლუბში დარჩენა ამჯობინა. ამბობდნენ, რომ მას ქართული კლუბიც ეპატიჟებოდა.

ასეა თუ ისე, სირაძე და ახალგაზრდა გუჯა რუხაია "სპარტაკს" თურქულ შეკრებაზე გაჰყვნენ. გუნდთან ერთად სულ რაღაც 16 ფეხბურთელი გაფრინდა. "სპარტაკი" 4 საკონტროლო მატჩის გამართვას აპირებს.

"სპარტაკი" რუსეთის I დივიზიონში 30
ქულით მე-11 ადგილზეა, თუმცა, ალბათ, დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს. 32 წლის სირაძემ ამ სეზონში 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
დავით სირაძე ნალჩიკის "სპარტაკიდან" წამოვიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული