სანდრო კობახიძის ბედი "დნიპროში" - მდგომარეობა დამაფიქრებელია

AutoSharing Option
ერთი შეხედვით, ყველაფერი კარგად მიდიოდა - "ლივერპულმა" დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა, უკრაინის ნაკრების ნახევარმცველი ევგენი კონოპლიანკა რომ გადაებირებინა.

საკითხის მოსაგვარებლად ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვა ერთი საათით გადასწია.

მაგრამ უკრაინული კლუბის მფლობელმა იგორ კოლომოისკიმ ტრანსფერზე მაინც უარი თქვა, რამაც "ლივერპულის" მწვრთნელი ბრენდან როჯერსი იმედგაცრუებული დატოვა.

არადა, კონოპლიანკას ტრანსფერი... ჩვენც გვსურდა. საქმე ისაა, რომ "დნიპროში" ის მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. ამ ამპლუისაა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი სანდრო კობახიძეც, რომელიც დიდი ხანია, ამ გუნდში თავის შანსს ელის.

მაგრამ უკრაინაში ამ ქვეყნის
ნაკრების წევრს სათადარიგოებში არავინ დასვამს.

კონოპლიანკას "დნიპროში" დარჩენა კობახიძის სათადარიგოთა შორის მოხვედრას უნდა ნიშნავდეს. კარგი იქნება, ვცდებოდეთ, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის მდგომარეობა დამაფიქრებელია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული