"ჩერნომორეცმა" ოქრიაშვილი ევროპალიგის და ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცმა" ქართველი ახალწვეული თორნიკე ოქრიაშვილი უკრაინის ჩემპიონატისა და ევროპალიგის განაცხადში შეიყვანა. ორივე ტურნირზე ქართველი ფეხბურთელი 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ამასობაში "ჩერნომორეცი" ანტალიაშია და ევროპალიგისთვის ემზადება. ერთ დღეში გუნდმა ორი ტესტი გამართა: ჯერ ახალგაზრდული შემადგენლობით ჩეხურ "ბანიკს" დაუზავდა - 1:1. ოქრიაშვილმა სწორედ ამ მატჩში ითამაშა;

მერე "ჩერნომორეცმა" პოლონურ "ვისლას" 2:0 მოუგო. ჩვენებურს ამ შეხვედრაში აღარ უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული