ინტერვიუს პირველ ნაწილში ოქრიაშვილი ყვება, როგორ მოვიდა ფეხბურთში, როგორ ვარჯიშობდა "ირაოში" მამუკა ფანცულაიასთან და როგორ მოხვდა 14 წლის ასაკში "გაგრის" სინჯებზე.
ოქრიაშვილი არასოდეს ყოფილა ასაკობრივ ნაკრებებში, ის 17 წლის ასაკში პირდაპირ ახალგაზრდულ გუნდში მიიწვიეს. შემდეგ იყო "ზენიტის" სინჯები, შეკრება. ოქრიაშვილი "ზენიტის" ნაცვლად" დონეცკის "შახტარში" მოხვდა 1 მილიონი ევროს სანაცვლოდ.
ამ გუნდის პირველ გუნდში მას შანსი არ მისცემია; სამაგიეროდ, იყო დუბლები და
- როგორ გაიხსენებთ "ილიჩევეცში" გატარებულ პერიოდს?
- სამ წელზე მეტი ვიყავი "ილიჩევეცში". ამ ხნის განმავლობაში სამი მწვრთნელი იყო ჩემი დამრიგებელი. განსაკუთრებით ნიკოლაი პავლოვთან მოვუმატე. ის ყოველთვის მენდობოდა, თუმცა სულ მეკითხებოდა, რატომ მსურდა წასვლა. ვეუბნებოდი, რომ სიტუაციის შეცვლა მინდოდა.
სწორედ ამ კლუბში თამაშით გავიკვლიე გზა ეროვნულ ნაკრებში. "ჩერნომორეცი" სწორედ ის კლუბია, სადაც მინდოდა გადასვლა. შეიძლება ითქვას, რომ 2014-ში ოცნება ამიხდა.
- "შახტარის" ძირითად გუნდთან ერთად მოგიწიათ ვარჯიში?
- მოწადინებული კი ვიყავი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, ისინი ჩემში ძირითადის ფეხბურთელს ვერ ხედავდნენ. სკამზე ჯდომას კი თამაში სჯობს. "შახტართან" კონტრაქტი ახლაც მაქვს და ამ გუნდთან 2016 წლამდე ვარ დაკავშირებული. ასე რომ, ჯერჯერობით "შახტარში" თამაში არ გამოდის.
- მართალია, თითქოს "ჩერნომორეცში" შარშანაც შეგეძლოთ გადასვლა?
- ზაფხულში შემეძლო ოდესაში გადმოსვლა. ჩემი მხრიდანაც იყო სურვილი, თუმცა იჯარით "ილიჩევეცს" ვეკუთვნოდი. სამწუხაროდ, მაშინ არ მოხერხდა ტრანსფერის გაჩარხვა.
- როგორ მიდის ადაპტაცია "ჩერნომორეცში"?
- "ილიჩევეცთან" განშორება ძნელი იყო, რადგან უკრაინაში მხოლოდ ამ კლუბში მითამაშია. აქ მხოლოდ ანტონოვს და გაის ვიცნობდი. ბიჭები ძალიან კარგები არიან, თბილად დამხვდნენ, კარგი ურთიერთობა გვაქვს და ეს ძალიან მახარებს. მწვრთნელებიც ძალიან კარგად დამხვდნენ. "ჩერნომორეცი" ევროპალიგაზე თამაშობს. ძალიან კარგია, მიხარია, რომ საერთაშორისო გამოცდილებასაც დავაგროვებ. "ლიონთან" თამაში მართლაც ძალიან კარგი იქნება. იმედია, დავიმსახურებ ფრანგებთან თამაშს.
- "ილიჩევეცის" და "ჩერნომორეცის" მწვრთნელები დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
- ვარჯიშები აქ რთულია, თუმცა ისეთი გუნდიდან მოვდივარ, რომლის მწვრთნელიც ცნობილია, რომ ვარჯიშებზე სიქას აძრობს ფეხბურთელებს. აქ უფრო ბურთზე კეთდება აქცენტი. "ჩერნომორეცი" 11 კაცით უტევს და 11 კაცით იცავს თავს.
- ოდესაში ადრე ხშირად დადიოდით?
- ერთხელ, როცა "ილიჩევეცი" აქ ჩამოვიდა სათამაშოდ, ჩემს საუკეთესო მეგობარ დავით თარგამაძესთან ერთად ქალაქში გავედი და მაშინ ვთქვი, რომ აქ მინდოდა, როგორც გუნდში, ისე ქალაქში. ყველაფერი მომეწონა აქ. ახლა ყველაფერი მაწყობს.
- გახსოვთ გოლი, რომელიც ოდესაში გაიტანეთ?
- თამაშის ბოლოსკენ მარცხენა ფლანგზე გადამიყვანეს. ისე მოხდა, რომ თავად მოვინადირე პენალტი და თავადვე გავიტანე.
- როდის შედგა თქვენი დებიუტი ნაკრებში?
- 18 წლის ვიყავი, როცა ახალგაზრდულის მწვრთნელმა ოთარ გაბელიამ გამომიძახა და მითხრა, რომ ახალგაზრდულ გუნდში გამთამაშებელი დაიმტვრა და შენ უნდა ითამაშო, ნუ შეგეშინდებაო. მახსოვს, გავედი და მგონი, კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვითამაშე. სულ მალე ეროვნულ გუნდშიც მოვხვდი, სადაც 10 თამაში ვითამაშე, ბელორუსის ნაკრებს გოლი გავუტანე. ამ ჯგუფში მე-4 ადგილზე დავასრულეთ ასპარეზობა, ჩვენი ამოცანა კი მესამე ადგილზე დასრულება იყო, რადგან ჯგუფში ესპანეთი და საფრანგეთი გვყავდა.
- უკრაინაში ენობრივი ბარიერი არ გაფერხებდათ?
- როცა აქ ჩამოვედი, "შახტარში" კოშმარული დრო იყო, ყველაფერი მეშლებოდა, ჩემი საუბრით მაგრად მხიარულობდნენ ბიჭები. მერე ნელ-ნელა ჩემით ვისწავლე. ინტერვიუს კი უკრაინულად დავასრულებ - Одеса, я тебе кохаю!
ასევე იხილეთ:
"ჩერნომორეცმა" ოქრიაშვილი ევროპალიგის და ჩემპიონატის განაცხადში შეიყვანა