ქართველები ცუდ დღეში: მამედოვმა ლაშა სალუქვაძის გასალახად გაიწია [VIDEO]

AutoSharing Option
აზერბაიჯანში ჩვენებურები ცუდ დღეში არიან - ერთ მათგანს დისკვალიფიკაცია ელის, ხოლო მეორეს, კარგ შემთხვევაში, ადგილობრივ ქომაგებთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა...

აზერბაიჯანის ჩემპიონატის წინა ტურში "რევანთან" სტუმრად გამარჯვება, თურმე, ისე გაუხარდა ბაქოს "ინტერის" მცველ ლაშა სალუქვაძეს, რომ ვეღარ მოზომა და მასპინძელთა სათადარიგოებს უცენზურო ჟესტი უჩვენა.

აზერბაიჯანელები ამბობენ - სალუქვაძის ქცევა იმდენად გამაღიზიანებელი იყო, "რევანის" მწვრთნელმა ფიზული მამედოვმა ქართველზე გასალახად გაიწიაო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მასპინძლებმა სალუქვაძის საქციელი მატჩის დელეგატთან და მსაჯებთან ერთად გაარჩიეს. ჩვენიანის დასჯის თაობაზე აზერბაიჯანის პროფლიგასაც მიმართეს. თუ ქართველ მცველს უსაქციელობა დაუმტკიცდა,
სავარაუდოდ, ორმატჩიან დისკვალიფიკაციას გამოუწერენ.

აი, ზაქათალაში კი "სიმურგის" მწვრთნელ გიორგი ჩიხრაძეს ადგილობრივმა ქომაგებმა დისკვალიფიკაცია არა, მაგრამ, შესაძლოა, თბილისის ბილეთი გამოუწერონ.

ზაქათალაში მიიჩნევენ, რომ ამ წელს წაგებული ორი მატჩი სწორედ ქართველი სპეციალისტის სინდისზეა.

"ბაქისთან" 0:1-ით წაგების შემდეგ ქომაგებმა თავიანთი გუნდის ფეხბურთელები თავდაუზოგავი თამაშისთვის მოედნიდან ტაშით გააცილეს, ჩიხრაძეს კი გამაყრუებელი სტვენა აუტეხეს. ქომაგების აზრით, ქართველ მწვრთნელს სითამამე აკლია და მისი გუნდიც ზედმეტად ფრთხილ ფეხბურთს თამაშობს.

20 ტურის შემდეგ ჩიხრაძის "სიმურგი" მე-8 ადგილზეა, რაც კლუბის უფროსობისთვის და, ცხადია, ქომაგებისთვის, მიუღებელი შედეგია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლეგიონის უქმეები: ალექსანდრე იაშვილის ზღაპრული გოლი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
არაფერი სერიოზული არ მომხდარა ხალხო,ასეთი რამ ყოველ მეორე თამაშში ხდება,ნუ ააგორებთ ამხელა ამბავს ერთ შეგინებაზე,ნუ გადაკიდებთ ერებს ერთმანეთს,ეს ბიჩები იქ ფულის და თავიანთი ოჯახების სარჩენად არიან გადახვეწილები.სალუქვაძეს დისკვალიფიკაციასაც კი ვერ აძლევენ...ასე რომ წარმატება ჩვენი ქვეყნის პატარა ელჩებს ნებისმიერ ქვეყანაში.
QarTvels
00:27 14-02-2014
0
შაჰ აბასის ,თემურ ლენგის, მურვან ყრუს და ა.შ. მომნელებელ ერს ნუ დაუდგებით წინ!!!
vazha
18:14 11-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული