"საქართველოში მიაჩნიათ, რომ..." - ლაშა სალუქვაძემ "დინამო"-"ნეფტჩის" მატჩის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მცველმა ლაშა სალუქვაძემ Azerisport.com-თან საუბარში თბილისის "დინამოსა" და "ნეფტჩის" საჩემპიონთალიგო დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ეტაპზე არც "დინამოსა" და არც "ნეტფჩის" ერთმანეთთან შეხვედრა არ სურდათ, რადგან მათ სავარაუდო მეტოქეებში უფრო ადვილი გუნდებიც იკითხებოდა.

ვფიქრობ, ამ წყვილში ფავორიტი არ არსებობს და შანსები 50-50-ზეა. ჩემს სამშობლოში მიაჩნიათ, რომ "დინამომ" ეს ეტაპი უნდა გაიაროს, მაგრამ არავის უნდა დაავიწყდეს, რომ "ნეფტჩი" ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერდა და აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა.

ცხადაძის ფაქტორი? - რა თქმა უნდა, ეს თბილისური გუნდისთვის უპირატესობაა, რადგან
კახა აზერბაიჯანულ ფეხბურთს საკმაოდ კარგად იცნობს. ის საკმაოდ გამოცდილი და კომპეტენტური მწვრთნელია", - ამბობს სალუქვაძე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული