კახა ალადაშვილის დებიუტი "სკა-ენერგიაში"

AutoSharing Option
გორის "დილას" ყოფილმა ფეხბურთელმა კახა ალადაშვილმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა ხაბაროვსკის "სკა-ენერგიაში". ბელეკში, რუსულმა კლუბმა ერთ დღეში ორი ამხანაგური მატჩი გამართა.

პირველ შეხვედრაში "სკა-ენერგია" უკრაინულ "ჰოვერლასთან" 0:3 დამარცხდა. კახა ალადაშვილმა ამ შეხვედრაში 75-ე წუთამდე ითამაშა. სრულად ითამაშა გოგიტა გოგუამ, რომელმაც პირადი მიზეზით კლუბის პირველი შეკრება გამოტოვა.

მეორე შეხვედრაში "სკა-ენერგია" კორეულ "კენამს" დაუზავდა - 1:1. არც ერთ თამაშში არ გამოჩენილა გიორგი ნავალოვსკი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული