ისე მოხდა, რომ ქართველები ერთმანეთს მოედანზე ვერ დაუპირისპირდნენ: ამისულაშვილმა პირველი ტაიმი ითამაშა, ლიპარტიამ - მეორე.
ამასობაში "ზორიას" საიტზე გამოქვეყნდა მთავარი მწვრთნელის, იური ვერნიდუბის ინტერვიუ. ერთ-ერთი კითხვა უშუალოდ ეხება ჯაბა ლიპარტიას, ამიტომ აქვე გთავაზობთ:
- თქვენ პლეიმეიქერს ეძებთ, არადა, გუნდში არიან ლიპარტია და ლიუბენოვიჩი. გამოდის, რომ მათი თამაშით უკმაყოფილო ხართ?
- ვფიქრობ, რომ ბიჭები ამას ისედაც ხვდებიან თავად. ეს ფაქტი, მათზე კარგად უნდა
სხვათა შორის, ამ მატჩში ლიპარტიამ სწორედ ხუძიკი შეცვალა.
რაც შეეხება "კრილია სოვეტოვს", კლუბში უკვე მივიდა მოთხოვნები ეროვნული ნაკრებიდან, მეკარე იან მუხა სლოვაკეთის ნაკრებში არის გამოძახებული. ამისულაშვილს მიწვევა არ მისვლია, თუმცა ამაში გასაკვირი აღარაფერია - მან ხომ ეროვნულ გუნდში გამოსვლაზე უარი განაცხადა, სანამ მას თემურ ქეცბაია წვრთნის.