"სკა-ენერგიას" გენ-დირექტორი: კახა ალადაშვილთან კონტრაქტი გაფორმდა

AutoSharing Option
დაიწყო რუსეთის პირველი დივიზიონის (ФНЛ) თასის გათამაშება. A ჯგუფის მატჩში იაროსლავის "შინიკმა" ხაბაროვსკის "სკა-ენერგია" დაამარცხა - 1:0, რომელიც ყველაზე ქართული გუნდია ახლა დივიზიონში.

არც ამ შეხვედრაში გამოჩენილა "სკა-ენერგიას" ქართველი ლეგიონერი გიორგი ნავალოვსკი, გუნდის ახალწვეული კახა ალადაშვილი თამაშში 55-ე წუთიდან ჩაერთო, ხოლო გოგიტა გოგუა მე-60 წუთზე შეცვალეს.

პირველი ტურის სხვა შეხვედრებში აკაკი ხუბუტიას "მორდოვიამ" 2:0 მოუგო "უფას" (ქართველმა მცველმა მეორე ტაიმი ითამაშა). "სკა-ენერგიას" მომდევნო მეტოქე 14 თებერვალს მოსკოვის "ტორპედო" იქნება.

"სკა-ენერგიას" გენერალურმა დირექტორმა სერგეი ფელდმანმა განაცხადა, რომ კახა ალადაშვილთან კონტრაქტს უკვე
მოეწერა ხელი და ის გუნდის სრულფასოვანი წევრი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული