ხუბუტიას ფრე, გოგუას და ალადაშვილის მარცხი

AutoSharing Option
თურქეთში შეკრებებზე მყოფი რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბები რუსეთის პირველი დივიზიონის თასს მართავენ.

მეორე ტურში აკაკი ხუბუტიას "მორდოვია" ტულის "არსენალს" შეხვდა და 0:0 დაუზავდა. ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის შემადგენლობაში შეუცვლელად და უშეცდომოდ ითამაშა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა. A ჯგუფში "მორდოვიას" 4 ქულა აქვს.

ქართველთა "სკა-ენერგია" კი მეორე ტურში მოსკოვის "ტორპედოსთან" 0:1 დამარცხდა. კახა ალადაშვილმა და გოგიტა გოგუამ პირველ ტაიმში ითამაშეს. გიორგი ნავალოვსკი ტრავმირებულია. B ჯგუფში "სკა-ენერგიას" ქულა არა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული