"ევროსპორტმა" ზედიზედ მეორედ ლევან კობიაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

AutoSharing Option
ზედიზედ ორი ტურია, გერმანული "ევროსპორტის" ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში ლევან კობიაშვილი ხვდება.

შეგახსენებთ, რომ "ევროსპორტი" რედაქტორთა მოსაზრებებს ფანების ხმებს უთანხმებს და ისე ადგენს ტურის სიმბოლურ ნაკრებს.

მართალია, წინა ტურში "ჰერტა" დამარცხდა, მაგრამ 36 წლის ქართველმა კარგად ითამაშა და სიმბოლურში მაინც მოხვდა. ახლა კი "შტუტგარტის" კარში კობიმ გოლიც გაიტანა.

"ვეტერანმა ქართველმა "შტუტგარტის" კარში გაიტანა თავისი პირველი გოლი სეზონში. ამის გარდა, კობიმ შესანიშნავად ითამაშა ჯერ დაცვაში, შემდეგ ნახევარდაცვაში. ლევანმა ისე გააწამა მოჰამედ აბდელაუე, რომ ეს უკანასკნელი გამოცვალეს", - ვკითხულობთ "ევროსპორტის" შეფასებაში.

"კიკერმა"
ლევან კობიაშვილს "შტუტგარტთან" შეხვედრაში 2,5 ბალი დაუწერა, რაც მატჩის საუკეთესო შეფასებაა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული