აზერბაიჯანში ბაჩანა ცხადაძემ გაიტანა

AutoSharing Option
აზერბაიჯანში ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. კახა ცხადაძის "ინტერი" ლენქორანში "ხაზარს" ესტუმრა და 1:1 დაუზავდა.

ცხადაძემ სასტარტოში გიორგი ლომაია დააბრუნა, ასევე ძირითადში იყვნენ ლაშა სალუქვაძე და ბაჩანა ცხადაძე.

31-ე წუთზე საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ბაჩანა ცხადაძემ პენალტით ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში გოლის ავტორი ალექსანდრე იაშვილმა შეცვალა.

გიორგი ჩიხრაძის "სიმურგმა" ქულები დააკარგვინა ლიდერის მდევარ "გაბალას" - 0:0. მატჩის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა თქვა:

"საინტერსო და სწრაფი მატჩი იყო, რომელშიც ორივე გუნდს მოგება სურდა. ჩვენ რამდენიმე საგოლე მომენტი შევქმენით, რომელთა რეალიზება სამწუხაროდ, ვერ შევძელით".

ჩემპიონატის ლიდერმა "ყარაბაღმა" სტუმრად 4:1 გაანადგურა "ნეფთჩი", ნიკოლოზ გელაშვილი ტრავმირებულია, არ უთამაშია არც ჯაბა დვალს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რატო არ ინტერესდებით რუსთავში რა ხდება? ბავშვთა ფეხბურთს საშინელი დროება უდგას ეს კატასტროფააა!!!.... სულ რუსთავში არის 1 მოედანი სადაც შეიძლება ფეხბურთელი გაიზარდოს და ისიც ცენტრალური სტადიონია.... და იქ რომელი ბავშვიც არ ვარჯიშობს მათ უწევთ ვარჯიში 20_ 30 მეტრიან უხარისხო სტადიონებზე გასახდელის და ელემენტარული პირობების გარეშე წვიმაში ღია ცის ქვეშ იცვლიან ბავშვები .... 30 ლარს ვუხდით სკოლას რომელიც რეალურად არაფერს გვიკეტებს წარმოიდგინეთ ბავშვები ბურთებს თავისი ფულით ყიდულობენ . :(( კატასტროფაა მოგვხედეთ და პირობებს არ ვითხოვთ ბავშვებს 10 10 ბურთი მაინც დაურიგეთ .... ადმინ მიაწოდე ვინმეს ხმაა !!
tabatadze
23:28 28-02-2014
0
ბატონო ჩემო .. ტაბატაძე რუსთავთანა პატარებთან გვქონდა თამაში მე ვარ 2003 იანი და რომ გვქონდა თამაში იდეალური მოედანი , გასახდელი ნორმალური , თავისი გუნდის ეკიპიროვკა ჰქონდათ და ეგ კატასტროფაა ?
giorgi
09:15 01-03-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული