ოთარ მარცვალაძე: ტრავმის შემდეგ დაბრუნება ძალიან გამიჭირდა

AutoSharing Option
რუსეთის I დივიზიონის "ტოსნო" "ლუჩ-ენერგიასთან" 2:1 გამარჯვების შემდეგ მესამე ადგილზეა, რაც პრემიერლიგის საგზურისთვის ბრძოლის შანსს იძლევა.

სხვათა შორის, ამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად "ტოსნოს" გოლკიპერი ნუკრი რევიშვილი დაასახელეს, თუმცა კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია ფეხბურთში ოთარ მარცვალაძის დაბრუნებამ.

ქართველ ფორვარდს ვიზის პრობლემებისა და ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. "სოვეტსკი სპორტმა" მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა.

- ძალიან გამიჭირდა ტრავმის შემდეგ კონდიციების აღდგენა. ერთხელ დავშავდი, მეორედ... მაგრამ მოხარული ვარ, რომ საკუთარ თავში ძალები მოვნახე. მადლობა მწვრთნელებს, რომ მომცეს შანსი თამაშის ასეთი ტრავმის შემდეგ და
თან სასტარტო შემადგენლობაში დამაყენეს. მადლობა ღმერთს, მოვიგეთ, შვებულებაში კარგი განწყობით გავდივართ.

- ამ თამაშისთვის სრულად იყავით მზად?
- დიახ, ეს დრო გუნდთან ერთად ვარჯიშში გავატარე.

- არც ისე იოლი თამაში იყო. რის ხარჯზე მოიგეთ?
- შესაბამისად განვეწყვეთ. დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო. ვულოცავ გულშემატკივარს.

- ახლა "ტოსნო" სამეულშია. კმაყოფილი ხართ შედეგით?
- იყო დრო, როცა პირველ ადგილზეც ვიყავით. სიმართლე გითხრათ, რამდენიმე იოლი მატჩი წავაგეთ. ადგილს არ ვუჩივი, მაგრამ უკეთეს პოზიციაზე უნდა ვყოფილიყავით.

- "ტოსნო" მწვრთნელის ძიებაშია...
- დღევანდელ სამწვრთნელო შტაბთან კარგი ურთიერთობა მაქვს. შედეგებიც კარგი გვაქვს, ზედიზედ 4 შეხვედრა მოვიგეთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული