საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ სერიოზული ტრავმა მიიღო

AutoSharing Option
27 ნოემბერს "დნიპრო" "ჯუზეპე მეაცაზე" მილანის "ინტერს" ევროპალიგის მორიგ მატჩში შეხვდება.

იტალიაში გამგზავრებულ 20 ფეხბურთელში არაა ჯაბა კანკავა. მიზეზი ტრავმა ყოფილა.

როგორც "დნიპროს" ოფიციალურ საიტს გუნდის თავკაცმა მირონ მარკევიჩმა უთხრა, ქართველი ნახევარმცველის ტრავმა სერიოზულია: "კანკავა სეზონის ბოლომდე დაგვაკლდა", - თქვა მან გაფრენის წინ.

სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს fcdnipro.com-ი. საიტის ცნობით, ჯაბა კანკავამ "დნიპროს" ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა და ფეხბურთის თამაშს იანვრამდე ვერ შეძლებს. ეს, რა თქმა უნდა, უფრო დამაიმედებელი ინფორმაციაა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა ჰქნას სერიოზული არ აღმოჩნდეს ტრამვა.
chkviani
10:01 27-11-2014
0
თქვენა და სეზონის ბოლოში დეკემბერი ხო არ იგულისხმება შემთხვევით?
isa da
19:09 26-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული