იტალიაში გამგზავრებულ 20 ფეხბურთელში არაა ჯაბა კანკავა. მიზეზი ტრავმა ყოფილა.
როგორც "დნიპროს" ოფიციალურ საიტს გუნდის თავკაცმა მირონ მარკევიჩმა უთხრა, ქართველი ნახევარმცველის ტრავმა სერიოზულია: "კანკავა სეზონის ბოლომდე დაგვაკლდა", - თქვა მან გაფრენის წინ.
სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს fcdnipro.com-ი. საიტის ცნობით, ჯაბა კანკავამ "დნიპროს" ვარჯიშზე კუნთი დაიზიანა და ფეხბურთის თამაშს იანვრამდე ვერ შეძლებს. ეს, რა თქმა უნდა, უფრო დამაიმედებელი ინფორმაციაა.