რომან ასხაბაძე: "სპარტაკს" ჯანო ანანიძის მიმართ პრეტენზიები არ აქვს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" გენერალურმა დირექტორმა რომან ასხაბაძემ გუნდის ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.

"როგორც ვიცი, "სპარტაკს" ჯანოს მიმართ პრეტენზიები არ აქვს. ჯერ კიდევ დუბლში მან თავი კარგად და პროფესიონალურად გამოიჩინა, ხოლო ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბთან საუბრის შემდეგ მას პირველ გუნდში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. მომავალში ყველაფერი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული", - აქვეყნებს ასხაბაძის სიტყვებს sportliga.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰავბეკი სექტემბრის ბოლოს გუნდს ქალაქ ამურის კომსომოლსკში, "სმენასთან" რუსეთის თასის 1/16-ფინალური მატჩის სათამაშოდ არ გაჰყვა, რის გამოც სამწვრთნელო შტაბის რისხვა დაიმსახურა. ჯანომ თითქმის
2 თვე დუბლშემადგენლობაში გაატარა, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და "სპარტაკში" მისი მთავარ გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე იხილეთ:

რატომ არ აქვს ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" პერსპექტივა
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანო,ძალიან გთხოვ ბავშვი აღარ ხარ,მოუმატე თამაშს,ეს შენ შეგიძლია.
მურთაზი
12:06 29-11-2014
0
მე არ მაქვს ამის იმედი. ცარიელი ტექნიკაა, არც გამძლეობა აქვს, არც სისწრაფე, არც დრიბლინგი, არც ფიზიკური ძალა.
chiko
14:04 28-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული