რომან ასხაბაძე: "სპარტაკს" ჯანო ანანიძის მიმართ პრეტენზიები არ აქვს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" გენერალურმა დირექტორმა რომან ასხაბაძემ გუნდის ქართველი ნახევარმცველის, ჯანო ანანიძის შესახებ ისაუბრა.

"როგორც ვიცი, "სპარტაკს" ჯანოს მიმართ პრეტენზიები არ აქვს. ჯერ კიდევ დუბლში მან თავი კარგად და პროფესიონალურად გამოიჩინა, ხოლო ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბთან საუბრის შემდეგ მას პირველ გუნდში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა. მომავალში ყველაფერი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული", - აქვეყნებს ასხაბაძის სიტყვებს sportliga.com-ი.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰავბეკი სექტემბრის ბოლოს გუნდს ქალაქ ამურის კომსომოლსკში, "სმენასთან" რუსეთის თასის 1/16-ფინალური მატჩის სათამაშოდ არ გაჰყვა, რის გამოც სამწვრთნელო შტაბის რისხვა დაიმსახურა. ჯანომ თითქმის
2 თვე დუბლშემადგენლობაში გაატარა, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და "სპარტაკში" მისი მთავარ გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.

ასევე იხილეთ:

რატომ არ აქვს ჯანო ანანიძეს მოსკოვის "სპარტაკში" პერსპექტივა
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჯანო,ძალიან გთხოვ ბავშვი აღარ ხარ,მოუმატე თამაშს,ეს შენ შეგიძლია.
მურთაზი
29 ნოემბერი 2014 12:06
0
რის გაბოროტება?მხოლოდ სიკეთით და ნეტავ პროგრესი ქონდეს,თორემ საუკეთესო წლები დაკარგა...
zaza
28 ნოემბერი 2014 16:20
0
რამ გაგაბოროტათ ,ახალგაზრდაა,ტექნიკურია, ფიზიკურ მომზადებაზე იზრუნებს და საუკეთესო ფეხბურთსაც ითამაშებს.
fexburtis moyvaruli
28 ნოემბერი 2014 15:05
0
სამწუხაროდ არც ტექნიკა აქვს საკმარისი..ბურთის ტარება,მატაობა აუცილებელია მისი კონფიგურაციის ფეხბურთელისთვის
zaza
28 ნოემბერი 2014 14:47
0
გეთანხმები 100%-ით. გარდა ტექნიკისა ამ ფეხბურთელს არაფერი არ აქვს. ფეხბურთში კი მხოლოდ ტექნიკა ფაქტიურად არაფერია თუ მას ფიზიკური ძალა, გამძლეობა და სისწრაფე არ მიაშველე. ამიტომაც ეწევა ყველა სადაც უნდათ და ბურთს ართმევენ იქ სადაც უნდათ, ამიტომ თუ უახლოეს ერთ წელიწადში საკუთარი თავი თვითონ არ გაზარდა ჩავთვალოთ, რომ ამის ნაკრებში გამოძახება არ ღირს და საერთოდ წავიდეს იმ სპარტაკიდან, რა გაახურა საქმე, დავიჯერო სამუდამო ხელშეკრულება აქვს სპარტაკთან დადებული? წავიდეს თუნდაც კლუჟში ან ოფში, იქნებ რამე ეშველოს.
გულშემატკივარი chiko-ს
28 ნოემბერი 2014 14:17
0
მე არ მაქვს ამის იმედი. ცარიელი ტექნიკაა, არც გამძლეობა აქვს, არც სისწრაფე, არც დრიბლინგი, არც ფიზიკური ძალა.
chiko
28 ნოემბერი 2014 14:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული