სულ 45 კაცი - უკრაინაში დასწრების ანტირეკორდი სანდრო კობახიძის "ვოლინმა" დაამყარა

AutoSharing Option
უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში, რომელიც 30 ნოემბერს დნეპროპეტროვსკში გაიმართა "ილიჩევეცსა" და "ვოლინს" შორის, დასწრების ანტირეკორდი დამყარდა - ტრიბუნებზე სულ 45 კაცი იჯდა.

თამაშის დღეს ქალაქში ცუდი ამინდი იყო - მოედანი და ტრიბუნები თოვლმა დაფარა, რის გამოც მატჩი 30 წუთით გადაიდო. სხვათა შორის, ეს შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა "ვოლინის" ქართველმა ლეგიონერმა სანდრო კობახიძემ.

უკრაინის პრემიერლიგის ოფიციალური საიტის ცნობით, მთლიანად ტურში საშუალო დასწრება 1715 კაცს შეადგენდა, რაც ასევე ანტირეკორდია ქვეყნის პირველობაში ბოლო 22 წლის მანძილზე. საშუალოდ 1631 მაყურებელი ბოლოს დაფიქსირდა
1992 წლის 15 ნოემბერს.

საერთოდ, უკრაინაში ყველაზე ცუდი დასწრებით ბოლო დროს თორნიკე ოქრიაშვილისა და დავით თარგამაძის ყოფილი გუნდი - "ილიჩევეცი" გამოირჩევა. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მარიუპოლის გუნდი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში არსებული არასტაბილური  ვითარების გამო საშინაო შეხვედრებს დნეპროპეტროვსკში მართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული