ლევან მჭედლიძის სუპერგოლი იტალიის თასზე, "იბრას" სტილში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის გათამაშების 1/16-ფინალში "ემპოლიმ“ შინ 2:0 მოუგო "ჯენოას“ და მერვედფინალში გავიდა.

შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი-შედევრი გაიტანა ლევან მჭედლიძემ - კარისკენ თითქმის ზურგით მდგომმა ეფექტურად შეაგდო ჩაწოდებული ბურთი.

ეს გოლი უნდა ნახო, მისი აღწერა შეუძლებელია. დაახლოებით ისეთი გოლი გამოვიდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს რომ გააქვს ხოლმე. მჭედლიძის გოლით ანგარიში 2:0 გახდა, რაც, ფაქტობრივად, "ემპოლის“ გამარჯვების გარანტია იყო. გოლიდან ორ წუთში მჭედლიძე შეცვალეს, მანამდე კი, 68-ე წუთზე, ჩვენებური ფორვარდი გააფრთხილეს.

განაცხადში არ იყო ტოსკანური გუნდის მეორე ქართველი - ირაკლი შეყილაძე.

* * *
ქართული
გოლები გავიდა აზერბაიჯანის თასის 1/8-ფინალშიც. აზალ-ს ანსად-თან შეხვედრაში ლაშა კასრაძის მიერ 92-ე წუთზე გატანილმა გოლმა გაამარჯვებინა (2:1).

მეოთხედფინალშია ბაქოს "ინტერიც". კახა ცხადაძის გუნდმა "შახდაგს" 3:0 მოუგო. მე-12 წუთზე პენალტი გაიტანა ტრავმამოშუშებულმა ბაჩანა ცხადაძემ. "ინტერის" ძირითადში ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ და ბაჩანა ცხადაძემ.

გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" სათასო დაპირისპირებაში "რავანი" გაანადგურა - 6:0.

* * *
რუსულ პრემიერლიგაში "რუბინმა" შინ 0:1 წააგო "ზენიტთან". 90 წუთი გაატარეს მინდორზე ყაზანური გუნდის ქართველმა მცველებმა - მამუკა კობახიძემ და საბა კვირკველიამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ნებისმიერი ქართველის წარმატება გვიხარია და გვაცალეთ ბატონი. ვინ გვყავს ლევანზე უკეთესი თავდასხმაში. გელაშვილი,დვალიშვილი,ვაწაძე.რომელია ამაზე კარგი. ბიჭს მშვენიერი მონაცემები აქვს და გვიხარია ამისი ოდნავი გაფართხალებაც კი. მოვსიანინს აღარ ჯობია? სომხურ ფორუმებს გადახედეთ, მოვსიანინი ერთ კაცს რომ მოატყუებს, ტიპები რესტორნებში ზეიმობენ ხოლმე. ტაკ შტო,გაიტანს,შევირგოთ და გავიხაროთ. ნუ გშურთ ბლია
სანდრო იაშვილი(რომაში რომ ვიციცხებოდი)
05 დეკემბერი 2014 12:02
0
ბუფონთანაც გაუვარდა პალერმოში რო თამაშობდა მაშინ? იუვეს მოუგეს გასვლა მაგის გოლით, ან შოტლანდიასთანაც გაუვარდა? 16 თუ 17 წლის იყო მაშინ. ეგ ბიჭი ტრამვებს რო არ დაეტანჯათ ეხლა გაცილებით უკეთეს გუნდში იქნებოდა. ჩვენ კიდე ეხლა ისეთ დღეში ვართ ესეთი გამონათება გვიხარია ყველას და ნუ გამოხვალთ ეხლა დიდი ფეხბურთის კრიტიკოსები რა და დააყენეთ.
arvela
04 დეკემბერი 2014 21:28
0
ძველო რა ეროვნების ხარ? თუ უბრალოდ კრიტიკოსად მიგაჩნია საკუთარი თავი?)
gulshematkivari212
04 დეკემბერი 2014 18:32
0
მ ა გ ა რ ი ა !!!!!!!!!!!!!!!!!...
m a g a r i a !!!
04 დეკემბერი 2014 14:58
0
ძალიან ეფექტური გოლია!
კიდევ ბევრი ლამაზი გოლი გაგეტანოს!
წარმატებებს გისურვებ ლევან!
ფერნანდო
04 დეკემბერი 2014 13:19
0
რომელ კლასზე და იმ კლასზე რომელზეც 7წელი გროვდება იტალიაში თამაშისას, ძაან მარტივად უყურებ იტალიაში ამდენი ხანი თამაშშს. ცოტა ხანი მოვიცადოთ და თუ ტრამვა არ შეაწუხებს მე შენ გეტყვი და ნაკრებშიც კარგად ითამაშებს. იგივე ახალტრამვამოშუშებულმა ყველაზე კარგად ითამაშა პოლონეთთან , იბრძოდა ყველლა მომენტში ბოლომდე...
tornike
04 დეკემბერი 2014 12:59
0
ზველო ერტი აბა მითხარი ვაჯკაც ლევანს როდის აებლანდა ფეხები ნაკრებში პოლონეთან მარტო ათრევდა გუნდს და არ გინდა რა ასეთი უაზრი კომენტარები რაგაუვარდა ბიჯო რა შენ ტელევიზორი ამოტრიალებულად აჩვენებს ჰა
padova
04 დეკემბერი 2014 12:51
0
მჭედლიძე რომ მაღალი დონის ფეხბურთელია ამას ლაპარაკიც არ უნდა უბრალოდ ტრამვებმა დატანჯა, ნაკრებშიც არავინ გვყავს მისი დონის ბოლო თამაშშიც გამოჩნდა რომ მარტოს შეუძლია გაამწვავოს შეტევები მაგრამ ფეხის ამბმელი არავინ ყავს და წინა თამაშში რამდენი მომენტიც შეექმნათ პირველ ტაიმში ყველა წყალს გაატანეს ორჯრ გაექცა პოლონელებს საჯარიმოში მაგრამ არავინ შეყვა და ამიტომაც არ ჩანს მისი მარგი კოიფიციენტი ნაკრებში.
simartle
04 დეკემბერი 2014 12:38
0
იბრას ყოველ მეხუთე თამაშზე გააქვს მაგარი გოლები და ამას კიდევ ხუთ წელიწადში ერთხელ და რომელ კლასზე ლაპარაკობ. ისე გჯეროდეს თუ ესე ძალიან გინდა, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს და ვერც იმას დავიჯერებ, რომ ეს მაგარია და ნაკრებში გაიბრწყინებს.
ZVELI
04 დეკემბერი 2014 12:09
0
კაია,ლამაზია,მისალოცია,მარა რა ვიცი,ნაკრებში აეხლართებათ მაინც და მაინც ფეხები...
Zaza
04 დეკემბერი 2014 11:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული