შეხვედრის 73-ე წუთზე გოლი-შედევრი გაიტანა ლევან მჭედლიძემ - კარისკენ თითქმის ზურგით მდგომმა ეფექტურად შეაგდო ჩაწოდებული ბურთი.
ეს გოლი უნდა ნახო, მისი აღწერა შეუძლებელია. დაახლოებით ისეთი გოლი გამოვიდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩს რომ გააქვს ხოლმე. მჭედლიძის გოლით ანგარიში 2:0 გახდა, რაც, ფაქტობრივად, "ემპოლის“ გამარჯვების გარანტია იყო. გოლიდან ორ წუთში მჭედლიძე შეცვალეს, მანამდე კი, 68-ე წუთზე, ჩვენებური ფორვარდი გააფრთხილეს.
განაცხადში არ იყო ტოსკანური გუნდის მეორე ქართველი - ირაკლი შეყილაძე.
* * *
ქართული გოლები გავიდა აზერბაიჯანის თასის 1/8-ფინალშიც. აზალ-ს ანსად-თან შეხვედრაში ლაშა კასრაძის მიერ 92-ე წუთზე გატანილმა გოლმა გაამარჯვებინა (2:1). მეოთხედფინალშია ბაქოს "ინტერიც". კახა ცხადაძის გუნდმა "შახდაგს" 3:0 მოუგო. მე-12 წუთზე პენალტი გაიტანა ტრავმამოშუშებულმა ბაჩანა ცხადაძემ. "ინტერის" ძირითადში ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ლაშა სალუქვაძემ და ბაჩანა ცხადაძემ.
გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" სათასო დაპირისპირებაში "რავანი" გაანადგურა - 6:0.
* * *
რუსულ პრემიერლიგაში "რუბინმა" შინ 0:1 წააგო "ზენიტთან". 90 წუთი გაატარეს მინდორზე ყაზანური გუნდის ქართველმა მცველებმა - მამუკა კობახიძემ და საბა კვირკველიამ.ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
კიდევ ბევრი ლამაზი გოლი გაგეტანოს!
წარმატებებს გისურვებ ლევან!