ჯანო ანანიძეს ტრანსფერზე დაყენების პირველ კანდიდატად მიიჩნევენ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა ფეხბურთელმა მაქსიმ კალინიჩენკომ გუნდის ქართველ ფეხბურთელზე, ჯანო ანანიძეზე ისაუბრა.

"სპორტ ექსპრესთან" ინტერვიუში კალინიჩენკომ აღნიშნა, რომ "სპარტაკს" ახლო მომავალში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს.

- ანანიძე პირველ გუნდში დაბრუნების შემდეგ მოედანზე საერთოდ აღარ გასულა...
- როგორც ჩანს, პირველი ტრანსფერის კანდიდატიც გავარკვიეთ. სამწუხაროა, რომ ყველაფერი აქეთკენ მიდის, მაგრამ მომავალში ჯანოს სკამზე ჯდომას აზრი აღარ აქვს. შიროკოვისგან განსხვავებით, ჯანოს უფრო მკაცრად მოექცნენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჰავბეკი სექტემბრის ბოლოს გუნდს ქალაქ ამურის კომსომოლსკში, "სმენასთან" რუსეთის თასის 1/16-ფინალური მატჩის სათამაშოდ არ გაჰყვა, რის გამოც
სამწვრთნელო შტაბის რისხვა დაიმსახურა. ჯანომ მას შემდეგ დუბლშემადგენლობაში იასპარეზა, შემდეგ კი ბოდიში მოიხადა და 6 ნოემბერს "სპარტაკში" მისი მთავარ გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
გვეშველა ყველას ხალხნოოოოო.....
დავისვენებთ აწი, ძალიან გამიხარდა. ეს არის ჯანოსთვის რეალური შანსი, გადავიდეს სხვა ნებისმიერ საშუალო დონის ევროპულ კლუბში, თუნდაც კლუჟში და დაამტკიცოს, რომ მართლაც მაღალი კლასის ფეხბურთელია.
ნეტა დააყენებდნენ ტრანსფერზე
გულშემატკივარი
14:00 05-12-2014
0
yvelaze nichieri qartvel fexburtelebs shoris))) amdeni xani aris mand an ras azleven esets ro ar midis ? an imat rat undat tu ar atamasheben ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული