ნიკა ცქიტიშვილისა და ბექა ბურჯანაძის სუპერმატჩებზე უკვე მოგახსენეთ. სკიტამ ლიბანის ჩემპიონატში 41 ქულა და 14 მოხსნა გაიფორმა, ხოლო ბექამ ესპანეთის ოქროს ლიგაში - 28 ქულა და 13 მოხსნა.
ასეთი გარჯა ორივეს სათანადოდ დაუფასდა: ცქიტიშვილი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა, ხოლო ბურჯანაძე #2 იყო რიკარდო გილენის შემდეგ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"