ვაჟა თარხნიშვილი ტირასპოლის "შერიფის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა
AutoSharing Option
ვაჟა თარხნიშვილი ტირასპოლის "შერიფის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა. აქამდე, 42 წლის ქართველს კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობა ეკავა.
ის ტირასპოლურ კლუბში 1999-2012 წლებში თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში, თარხნიშვილი 11-ჯერ გახდა მოლდოვის ჩემპიონი, 7-ჯერ მოიგო თასი, 4-ჯერ აღმართა ქვეყნის სუპერთასი და ორჯერაც - თანამეგობრობის თასი.