კიუიტის ამაზრზენი განცხადება - დირკი "კონკიას" წარმატებამ გააღიზიანა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში მოლდოვის ჩემპიონმა, ტირასპოლის "შერიფმა", შინაურ კედლებში ზაგრების "დინამოს" სძლია და ისტორიულ მიღწევას ერთი ნაბიჯი აშორებს: ტირასპოლელებს აქვთ კარგი შანსი, მოლდოვური ფეხბურთის ისტორიაში გახდნენ პირველი კლუბი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, თუმცა ეს პერსპექტივა ნიდერლანდების ნაკრებისა და "ლივერპულის" ყოფილ შემტევ დირკ კიუიტს არ მოეწონა.

ნიდერლანდელი მიიჩნევს, რომ მოლდოვური "კონკიას" წარმატებაში კარგი არაფერია.

"ვიცი, ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონების ტურნირია, თუმცა ისეთ გუნდებს, როგორიც ტირასპოლის "შერიფია", ჩემპიონთა ლიგაზე არაფერი ესაქმებათ", - განაცხადა კიუიტმა ნიდერლანდური RTL 7-ის
პირდაპირ ეთერში.

მოლდოვის 19-გზის ჩემპიონმა "შერიფმა" ჩემპიონთა ლიგის მე-3 ეტაპზე "ტრანსფერმარკტის" მიერ 59 მილიონ ევროდ შეფასებული ბელგრადის "ცრვენა ზვეზდა" დაამარცხა, 132 მილიონად შეფასებულ ზაგრების "დინამოს" კი პირველ შეხვედრაში 3:0 მოუგო. თავად "შერიფის" სატრანსფერო ფასი 11,83 მილიონი ევრო გახლავთ.

თუმცა "მის აღმატებულება" დირკს, როგორც ჩანს, "ღარიბების სპორტში" მხოლოდ მდიდარი კლუბების წარმატებები ახარებს. კიუიტის ევროპაცენტრული განცხადება იმაზე მიანიშნებს, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მდიდარი ევროპული ქვეყნების საფეხბურთო წრეებში ღარიბი ქვეყნების კლუბების მიმართ. იმედია, დირკი ფაშიზმის უმაღლეს მწვერვალებს არ შეეთამაშება და იმას არ იტყვის, რომ ფეხბურთის თამაშის უფლება ყველას არ აქვს...
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს მახინჯი ნახე შენ რა გესაქმებიდა ლივერპულში შე მახინჯო
ირაკლიი
21:19 24-08-2021
1
აბა ეს ლესტერის ჩემპიონობაზე სულ გაყ....და და დეპრესიაში ჩავარდებოდა:) დირკ ბოღმიანები მალე კვდებიან.
opizar
13:11 24-08-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული