"შერიფის" ქართველი დირექტორი: ჩეფერინს ვუთხარი, რომ "რეალს" უპრობლემოდ დავამარცხებდით

AutoSharing Option
"შერიფის" დირექტორმა ვაჟა თარხნიშვილმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "რეალის" დამარცხება (2:1) და უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინთან შეხვედრა გაიხსენა:

"მატჩის დღეს ჩემს მეგობრებს ვუთხარი: "მე ყოველთვის "რეალს" ვგულშემატკივრობ, გარდა დღევანდელი დღისა. რა მიტრიალებდა შეხვედრის დღეს თავში? როდესაც პირველი გოლი გავიტანეთ, ჩემმა მეგობრებმა, რომლებიც გარშემო იჯდნენ, ყვირილი დაიწყეს. ვუთხარი: "ჩუმად, ადრეა სიხარული. წყნარად, ადრეა".

"რეალმა" ანგარიში გაათანაბრა, გვიტევს და ვფიქრობ: "დაე ყველაფერი ახლა დასრულდეს", მაგრამ ტილმა ისეთი გოლი გაიტანა, გაისროლა... მე თვითონ იქ ძალიან ცუდ სიტყვებს ვყვიროდი, ემოციებმა გადამძალა. თამაშის
წინ მთავარ მწვრთნელთან ერთად ჩვენს ბოსთან ვიყავი. მან გვითხრა, რომ მაქსიმუმის გამოწურვა იყო საჭირო. მწვრთნელს ვუყურებ, მან კი მიუგო: "ჩვენ გავიმარჯვებთ, აი ნახავთ, გავიმარჯვებთ".

"შახტარის" დამარცხების შემდეგ ჩეფერინმა ერთ-ერთი გასვლითი კონფერენციისას თქვა: "მოუგეთ "რეალს". მე ვუპასუხე, რომ პრობლემა არ იქნებოდა. ჩვენ მოვუგეთ. ნორმალური ბიჭია, ძალიან უბრალო ადამიანი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული