"რუბინის" მწვრთნელი: ნეტავ, საბა კვირკველია რუსი ყოფილიყო!

AutoSharing Option
ყაზანის "რუბინის" მთავარმა მწვრთნელმა დინიარ ბილიალეტდინოვმა თავისი გუნდის ცენტრალურ მცველ საბა კვირკველიაზე ილაპარაკა.

"საწყენია, რომ კვირკველია რუსი არ არის. ის აღმოჩენაა. ყველა ერთად ვნახავთ, რა ფეხბურთელი გაიზრდება მისგან.

მას მუდამ ვეუბნები, რომ ინგლისსა და გერმანიაშიც კი არ დაიკარგება. ბოლომდე ჯერ მას საკუთარი თავის თავადვე არ სჯერა.

ზოგჯერ შიშსა და ნერვიულობას ვამჩნევ, მაგრამ დროის გასვლასთან ერთად ესეც გაივლის", - განაცხადა ბილიალეტდინოვმა 22 წლის მცველზე, რომელიც 25 დეკემბერს საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
2014 წლის ლაურეატები:
საბა კვირკველიას დუბლი [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
მადლობა ყაზანს რომ საბას ისე არ "აფუჭებენ" როგორც ჯანოს სპარტაკი, ზუსტად იმისთვის რომ რუსი არაა.
zviad
20:04 29-12-2014
0
ხო და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს რომ რომელიმე ტოპ კლუბში ითამაშოს ესეთმა ფეხბურთელებმა
giga
01:30 27-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული