ლაშა გვალია კვიპროსულ "ნეა სალამისში" ისინჯება

AutoSharing Option
"ზესტაფონის" ყოფილი ნახევარმცველი ლაშა გვალია კვიპროსულ "ნეა სალამისში" ისინჯება. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რა ვერდიქტს გამოიტანს გუნდის მთავარი მწვრთნელი ნიკოს პანაიოტუ.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში 23 წლის გვალიას შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენაში ხელი ტრავმებმა შეუშალა. მან ზესტაფონელთა რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.

"ზესტაფონამდე" გვალია ფოთის "კოლხეთში", გორის "დილაში" და მცირე ხნით რუსული პრემიერლიგის "ურალში" თამაშობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული