goal.com: თემურ ქეცბაია მზად არის "ნიუკასლ იუნაიტედი" ჩაიბაროს

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარული საფეხბურთო საიტი goal.com წერს, რომ თემურ ქეცბაია დაინტერესებულია "ნიუკასლ იუნაიტედის" გაწვრთნით.

"საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი თემურ ქეცბაია, რომელმაც "სენტ ჯეიმს პარკზე" 1996-2000 წლები გაატარა, ამბობს, რომ მოხარული იქნება, უკან დაბრუნდეს და ალან პარდიუს შემდეგ "ნიუკასლ იუნაიტედი გადაიბაროს.

პარასკევს პარდიუმ "ნიუკასლი" ლონდონის "კრისტალ პალასზე" გაცვალა, "ჯორდები" კი ახალ ბოსს ეძებენ და სიაში სამი კაცია ფავორიტი სტივ მაკლარენი, რემი გარდი და ჯონ კარვერი, ამჟამინდელი დროებითი თავკაცი.

ქეცბაია, რომელიც გვიან 90-იან წლებში "ნიუკასლში" თამაშობდა, "ანორთოსისს" წვრთნიდა და ეს გუნდი ჩემპიონთა
ლიგაზე გაიყვანა. გარდა ამისა, მას "ოლიმპიაკოსი" და საქართველოს ნაკრები გაუწვრთნია.

46 წლის სპეციალისტი იმედოვნებს, რომ მისი CV საკმარისად კარგია იმისთვის, რომ "ნიუკასლი" ჩაიბაროს. მას "ნიუკასლთან" ერთად ტიტული არ მოუგია, ჯამში პრემიერლიგის 78 თამაშში, 8 გოლი გაიტანა.

აი, რა უთხრა ქეცბაიამ The Sunday Sun-ს:

"ეს ის კლუბია, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემ გულთან. აქ გატარებული 4 წელიწადი ჩემთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი. ჩემი აზრით, "ნიუკასლი" ის გუნდია, რომელიც ახლოს უნდა იყოს პრემიერლიგის ტოპკლუბებთან და შეეძლოს ტიტულისთვის ბრძოლა.

"ნიუკასლი" იმსახურებს ამას. ვინც არ უნდა მიიღოს ეს სამუშაო, ეს იქნება დიდი შესაძლებლობა მისთვის. ვფიქრობ, ძალიან ბევრ კარგ მწვრთნელს სურს "ნიუკასლის" ჩაბარება.

არა მგონია, რომელიმე მენეჯერი აკონტროლებდეს კლუბში საქმეების 100 პროცენტს, ეს დრო წავიდა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს დიდი პრობლემა არც არის - "ნიუკასლში" ისედაც კარგი ფეხბურთელები არიან. თუკი კლუბში ყველა თავის საქმეს კარგად აკეთებს, რა პრობლემაა".

ქეცბაია მზად არის უფრო სუფთა სამწვრთნელო საქმეებით შემოიფარგლოს "ნიუკასლში" და სხვა საკლუბო საკითხებში არ ჩაერიოს. შეგახსენებთ, რომ პარდიუ სწორედ ამით იყო უკმაყოფილო, მას სატრანსფერო პოლიტიკაში ნაკლებად ახედებდნენ".

თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრები ნოემბერში დატოვა და განაცხადა, რომ მზადა, ისევ საკლუბო ფეხბურთით დაკავდეს".
მკითხველის კომენტარები / 14 /
ძაან გამეხარდება თემურის წინსვლა,აქ ამ ფარჩაკებთან რა უნდოდა საერთოდ ეგაა საკითხავი
ილია
05 იანვარი 2015 20:44
0
არ ვიცი რა ვთქვა,კომენტარის წერისას,რაღაცრაღაცეები რატომ გეშლებათ.თემური დაამტკიცებს,რომ მაგარი მწვრთნელია და რადგან ნაკრებში ვერაფერს მიაღწია,ამის გამო ამდენი ბოღმის ნთხევა... რავი .. მეტი რა გითხრათ...
Zaza
05 იანვარი 2015 11:12
0
თემურა მაგარია და ამას ყველგან დაამტკიცებს!! მიდი თემო! ჯიგარი ხარ !
luk
05 იანვარი 2015 11:09
0
ეეეე ურევ პცვრტნელობას და პეხბურტელობას ერტმანეტტან გამოვიდა დამცველი
tazo
05 იანვარი 2015 10:32
0
რას ილანძღებით, არველაძე რომ THE მწვრთნელი გგონიათ, ამაზე ბევრად უკეთესი სახელი ჰქონდა ქეცბაიას, მაგრამ ჩამოვიდა. არველაძე არ ჩამოვიდა, მაგრამ მის მიმართ სულ დადებითი კომენტარები იწერება, რატომ?!
asdasd
05 იანვარი 2015 02:27
0
კაცს სიმართლე არ უნდა დაუკარგო. 1 ფეხბურთელი მითხარით ვინც თემოზე თავდადებული იყო ნაკრებში.
kaxa
05 იანვარი 2015 00:32
0
რას წვალობთ ეს ჟურნალისტები ჯერ საბერძნეთის ნაკრებში დანიშნეთ მწვრთნელად ეხლა ნიუკასლიო! ჯერ დაინიშნოს და მერე გააპიარეთ მოეშვით ამ ჭორაობას! ქეცბაიას წარმატებები!
PSG
04 იანვარი 2015 21:42
0
გაუმართლა ინგლისელებს,ააყვავებულა ნიუკასლი,ჩელსი არ დაჩაგროს ვთხოვოთ ქეცბაიას
ilarioni
04 იანვარი 2015 21:26
0
სულ გააფრინა ამ საცკალმა
kaxelo
04 იანვარი 2015 20:31
0
Tsarmatebebs gisurveb.
megobari
04 იანვარი 2015 20:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული