შეგახსენებთ, რომ ნაახალწლევს დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა "გენკის" ქართველ ნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს, გერმანულ "ვერდერს" სურს.
თუმცა ფაქტია, რომ თორნიკე, თანამემამულე ლუკა ზარანდიასთან ერთად, ანტალიაში იმყოფება "გენკის" შეკრებაზე.
"გენკი" კვირას ჩავიდა თურქეთში. ერთი საათის შემდეგ დელეგაციას ქართველი ფეხბურთელებიც შეუერთდნენ, რომლებიც ანტალიაში თბილისიდან გაემგზავრნენ.
შეგახსენებთ, რომ ბელგიის ჩემპიონატი 16 იანვარს განახლდება. ქართველთა "გენკი" 32 ქულით მე-7 ადგილზეა, თუმცა თამაშით ნაკლები აქვს გამართული.
ერთობა და ატარებს დროს: D )