გრანატკინის მემორიალი: რუსეთის ნაკრებების თერთმეტი გოლიდან ექვსი ქართულია!

AutoSharing Option
ფოტოზე: ნიკა ყიფიანი

სანკტ-პეტერბურგში გრძელდება ვალენტინ გრანატკინის სახელობის ტრადიციული მემორიალი. რუსეთის ნაკრებმა (1997 წელს დაბადებულები) ლიტველი თანატოლები 2:0 დაამარცხა.

ისევე, როგორც პირველ ტურში მოლდოვასთან, ამჯერადაც ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვებგვერდი ნიკა ყიფიანზე წერს - "ნიკალაი ლიტვასთან შეუჩერებელი იყო".

ყიფიანმა რამდენჯერმე სახიფათოდ შეუტია, 23-ე წუთზე კი რუსეთის ნაკრები ეფექტური დარტყმით დააწინაურა. 17 წლის ქართველი 79-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება გიორგი მელქაძეს, მან მატჩი სასტარტოში დაიწყო,
მეორე ტაიმში კი შეცვალეს.

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი მელქაძე
ლიტვასთან გამარჯვებით, სერგეი კირიაკოვის გუნდი მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც 7 იანვარს პირველი მატჩი ჩაატარა და სლოვენია 4:0 გაანადგურა. ქართველთა გოლების გარეშე არც ამ მატჩს ჩაუვლია. ამჯერად, ანგარიში მელქაძემ გახსნა (34-ე წუთი), რასაც ხუთიოდ წუთში ყიფიანის გოლი მოჰყვა.

მეორე ტაიმში რუსებმა კიდევ ორი ბურთი შეაგდეს. მელქაძემ ბოლომდე ითამაშა, ყიფიანი კი 71-ე წუთზე შეცვალეს.

* * *
მოგეხსენებათ, ტურნირში რუსეთის მეორე გუნდიც (1998 წელს დაბადებულები) მონაწილეობს. ამ ნაკრებმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე ორივე მატჩი დათმო.

იაპონიასთან წაგებულ (1:3) შეხვედრაში თავი გამოიჩინა მოსკოვის "ლოკომოტივის" ნახევარმცველმა გიორგი მახათაძემ, რომელმაც 57-ე წუთზე ზუსტად შეასრულა 11-მეტრიანი დარტყმა.

Sportall.Ge
ფოტოზე: მარცხნივ გიორგი მახათაძე
მახათაძემ ძირითადში ითამაშა საბერძნეთთან 7 იანვარს გამართულ მატჩშიც (2:0 ბერძნების სასარგებლოდ), რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს, ხოლო მე-19 წუთზე გააფრთხილეს.

საინტერესოა, რომ რუსეთის ორივე ნაკრების მიერ ტურნირზე გატანილი 11 გოლიდან 6 ქართველების ანგარიშზეა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
Momisminet qartveli ar varo ar abobs maq iscavla tamashi da pataraobidan maq tamshobs giorgi chemi dma rom icodet da unda gixarodnen mag bijebi egre kargat rom tamashoben
giorgi
20:29 10-01-2015
0
აქ თუ ჩამოვიდნენ "სასტავში" მოხვედრა გაუჭირდებათ!

აჯობებს, ქართული ფეხბურთის მამებმა აღიარონ აქ რატომ ვერ ზრდიან ფეხბურთელებს? 20 წლის ასაკიდან მუდმივად პერსპექტიულად რატომ რჩებიან.
გუჯა კახაძე
23:36 10-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული