"თემურ ქეცბაია ნომერ პირველი კანდიდატია, რომ აპოელ-იი ჩაიბაროს, მას მერე, რაც გუნდიდან გიორგიოს დონისი გაუშვეს. ქეცბაია ახლა უმუშევარია, რაც საქართველოს ეროვნული გუნდიდან წავიდა.
თუმცა ქეცბაიას კარიერის გაგრძელება უცხოეთში სურს, მაგრამ არც ამ გადაწყვეტილების შეცვლა ჩანს შეუძლებელი. რა თქმა უნდა, აპოელ-ის კონტრაქტი ამ გადაწყვეტილების შეცვლისთვის შეიძლება იყოს ფაქტორი", - წერს საიტი.
riknews.com.cy-ს ცნობით, დღეს საღამოს აპოელ-ის დირექტორთა საბჭო შეიკრიბება და შესაძლოა, ახალი მწვრთნელის სახელიც დაასახელონ. დაპირებულები არიან "ხმაურიან" სახელს.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა სპეციალისტმა ღიად დააფიქსირა, რომ სურს ინგლისური "ნიუკასლ იუნაიტედის" გაწვრთნა.