"ვერდერის" მწვრთნელი: თორნიკე ოქრიაშვილი? ტყუილია, არ გვაინტერესებს

AutoSharing Option
ბრემენის "ვერდერის" უკრაინელმა მწვრთნელმა ვიქტორ სკრიპნიკმა sports.ru-სთან საუბარში უარყო ბუნდესლიგის კლუბის დაინტერესება თორნიკე ოქრიაშვილით.

- სიმართლეს შეეფერება თუ არა "ვერდერის" დაინტერესება "გენკის" ქართველი ფეხბურთელით, თორნიკე ოქრიაშვილით, რომელიც ადრე უკრაინაში თამაშობდა?
- ახლახან მელაპარაკა ჩემი ძმა და ზუსტად ეგ მკითხა, ინტერნეტში წაუკითხავს ეს ინფორმაცია.

მკითხა, მაგრამ "ვერდერს" ოქრიაშვილი არ აინტერესებს. ადრე ვკითხულობდი სიახლეებს და მართალი მეგონა. ახლა, როცა სიტუაციის ცენტრში ვარ, მივხვდი, რომ თითქმის ყველაფერი ტყუილია.

* * *
ამასობაში თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია "გენკის" რიგებში ბელგიის ჩემპიონატის მეორე ნახევრისთვის თურქულ
სიდეში ემზადებიან.

9 იანვარს "გენკი" შეკრებაზე ამხანაგურ მატჩს გამართავს "მეხელენთან".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბელგიაში ხომ ,,დაგლიჯა'' კარის ბადეები და ახლა გერმანიაში კი უეჭველად ,,ვარსკვლავი'' გახდება :(, ეგეთი უდისწიპლინო ფეხბურთელი ერთი კვირაც ვერ გაუძლებს ბუნდესლიგის გრაფიკს
ბერჯავახი
10:32 12-01-2015
0
მაგას რომ ჭკუა ქონდეს თავს მოიკლავდა
რომ ფეხბურთელი გამხდარიყო. ის გოლი რომ არ გაეტანა ნაკრებში ალბათ უკეთესი იყო მაგ საცოდავისთვის
Tengu
21:44 09-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული