"გურნიკი" ამჟამად 24 ქულით მე-11 ადგილზეა. მის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ შეკრებაზე იმყოფება რამდენიმე ფეხბურთელი ტესტებზე და მათ შორის ორი უცხოელია.
5 იანვარს "ტვიტერზე" ბალცერეკი მათ გვარებს ასაჯაროებს. ესენია: გიორგი ალავერდაშვილი და ზურაბ ცისკარიძე.
გიორგი ალავერდაშვილი 27 წლის ფორვარდია და ამ სეზონში რუსთავის "მეტალურგში" თამაშობდა (8 თამაში, 1 გოლი). მანამდე ის "სამტრედიაში", ლიტვურ კლუბებსა და რუმინულ "გაზ მეთანში" გამოდიოდა.
ზურაბ ცისკარიძე 28
"გურნიკი" შეკრებაზე თურქეთში წავიდა. წაიყვანა თუ არა გუნდმა ტესტებზე მყოფი ქართველები, უცნობია.
ფოტოზე: გიორგი ალავერდაშვილი (ლიტვაში თამაშისას)