ზურაბ ცისკარიძე გახსოვთ? - ის საუდის არაბეთის კლუბში ითამაშებს

AutoSharing Option
32 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურაბ ცისკარიძე საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ჰაზმში" ითამაშებს.

ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა "ფეისბუქზე" დაწერა.

"ძალიან მიხარია, ოფიციალურად განვაცხადო, რომ საუდის არაბეთის სამეფო კლუბ "ალ-ჰაზმის" წევრი გავხდი. ეს ჩემი მე-6 თავგადასავალი იქნება პრემიერლიგაში 6 სხვადასხვა ქვეყანაში. ძალიან მიხარია აზიის TOP 5 ლიგაში მოხვედრა. მუშაობა ახლა იწყება.

დახვედრა, რომელიც მომიწყვეს, ერთ-ერთი საუკეთესო და ლამაზი იყო ჩემს კარიერაში. გარშემო ყველა პატივისცემით და ზრდილობიანად მეპყრობა და პირველივე დღიდან ოჯახის წევრად ვიგრძენი თავი.

დიდი მადლობა, სამაგიეროს ასმაგად მოედანზე გადაგიხდით.

მინდა ასევე ჩემს
ოჯახს მადლობა გადავუხადო მუდმივი მხარდაჭერისთვის და გადაწყვეტილების მიღების დახმარებაში. მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა და ამად არ ღირდა", - წერს ცისკარიძე სოციალურ ქსელში.

Sportall.Ge

Sportall.Ge

ცისკარიძე ბოლოს შვედური "ესკილტუნას" ღირსებას იცავდა. 2017/18 წლების სეზონში მან შვედეთში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 2018/19 წლების სეზონში თამაში არ უფიქსირდება.

29 წლის ასაკში ცისკარიძის დებიუტი საქართველოს ნაკრებში ამხანაგურ შეხვედრაში შედგა. იმ მატჩში საქართველოს ნაკრები რუმინეთთან 1:5 დამარცხდა, ცისკარიძემ 26 წუთი ითამაშა, ხოლო შემდეგ ესპანეთის ნაკრებთან ამხანაგურში საქართველომ 1:0 მოიგო, ზურაბმა კი 12 წუთი ითამაშა.

altპოლიგლოტი გოლიათი ქართველის დაუჯერებელი ისტორია - ვინ არის ზურაბ ცისკარიძე

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატომ არ იხახებენ ამ ბიჭს ? ფორმაშია , სტაბილურად თამაშობს
ვახო
14:56 14-02-2019
0
რატო არ უნდა გვახსოვდეს?
ნიკო
17:20 09-01-2019
0

სიახლეები პოპულარული