ლორიასთვის მიმდინარე სეზონი ოფი-ში სადებიუტოა. მან 16 მატჩი ჩაატარა ამ გუნდის შემადგენლობაში და 63 "სეივი" გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ მასთან ერთად, ბერძნული კლუბის ღირსებას კიდევ ერთი ჩვენებური - გიორგი მერებაშვილი იცავს.
ლორია 28 წლისაა. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 25 შეხვედრა ჩაატარა. ოფი-ში ის თბილისის "დინამოდან" გადავიდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"