ლეგიონი: ლევან ხმალაძის გოლი და "ოთელოსის" ფრე კვიპროსში

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის მორიგ ტურში სამი ქართველის "ოთელოსმა" ლიდერ "აპოლონს" უმასპინძლა. მატჩი ფრედ დასრულდა - 2:2.

"ოთელოსის" შემადგენლობაში 90-90 წუთი დაჰყვეს მოედანზე მეკარე როინ კვასხვაძემ და საყრდენმა ნახევარმცველმა ლევან ხმალაძემ. ბოლო წუთზე შეცვალეს "ოთელოსის" მესამე ქართველი - ელგუჯა გრიგალაშვილი.

შეხვედრის 22-ე წუთზე მასპინძელთა შემადგენლობაში ანგარიში პენალტით გაათანაბრა ხმალაძემ.

ქართველების გუნდს 13 ქულით მეათე ადგილი უჭირავს კვიპროსის ჩემპიონატში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული