"ტოსნომ" მიხაილ გორელიშვილი გაუშვა

AutoSharing Option
რუსეთის I დივიზიონის ერთ-ერთმა ლიდერმა "ტოსნომ" სამი ფეხბურთელი გაუშვა, მათ შორის, ქართველი შემტევი ნახევარმცველი მიხაილ გორელიშვილი.

"საფეხბურთო კლუბი "ტოსნო" მოთამაშეებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტს თანამშრომლობას ვლადიმირ პონომარიოვთან, სერგეი ნესტერენკოსთან და მიხაილ გორელიშვილთან. კლუბი მადლობას უხდის მათ და მომავალ კარიერაში წარმატებას უსურვებს".

გორელიშვილი "ტოსნოში" გორის "დილადან" გადავიდა. ამ სეზონში მან 17 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ "ტოსნოში" თამაშობენ: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ნავალოვსკი და ოთარ მარცვალაძე. ახლახან მათ გურამ თეთრაშვილი შეუერთდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორელა გორის დილაში ბრუნდება. წარმატებები!
გორ
18:33 13-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული