"ნიუკასლის" ფანების ფავორიტად აქამდე თემურ ქეცბაია რჩება

AutoSharing Option
ბრიტანულ პრესაში კვლავ არ წყდება მითქმა-მოთქმა კრიზისში მყოფი "ნიუკასლის" მომავალი დამრიგებლის თაობაზე.

ბოლო დროს ინგლისურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, "ჯორდების" მთავარ მწვრთნელად "ლიონის" ყოფილი თავკაცი, ფრანგი რემი გარდი უნდა დანიშნულიყო, თუმცა, გუშინდელი ინფორმაციით, კლუბის მფლობელი მაიკ ეშლი სხვა ვარიანტსაც განიხილავს.

ისე, თავად გარდიც არ არის დიდად მოწადინებული, გუნდი შუა სეზონში ჩაიბაროს. რაც შეეხება მფლობელის ვარიანტს - სეზონის ბოლომდე "ნიუკასლს" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი ჯონ კარვერი გაწვრთნის, სეზონის დასრულების შემდეგ კი, გამომდინარე შედეგებიდან, ან კარვერს დატოვებენ მწვრთნელად, ან ახალ სპეციალისტს იპოვიან.

"მირორის" ინფორმაციით, "ნიუკასლის" გულშემატკივართა 80 პროცენტს არ სურს, რომ კარვერმა სეზონის ბოლომდე იმუშაოს. ფანების ფავორიტად დღესაც თემურ ქეცბაია რჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
Saba, გეთანხმები. ისე საინტერესოა, რა ხდება?
moluska
17:59 16-01-2015
0
შენგა აკლიხარ ნიუკასლს
vini
17:44 16-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული