il tirreno: "ემპოლის" ვარიანტი - მჭედლიძე "ინტერის" ტანმაღალი მცველების წინააღმდეგ

AutoSharing Option
17 იანვარს "ემპოლი" მილანის "ინტერს" მასპინძლობს. ამ შეხვედრისთვის მასპინძელთა შეტევაში სავარაუდოდ, ისევ მაკარონე-ტავანოს წყვილს ვიხილავთ, ხოლო ქართველი ლევან მჭედლიძე სათადარიგო იქნება და მატჩში მოგვიანებით ჩაერთვება.

თუმცა il tirreno არც ამ ვარიანტს გამორიცხავს: "ინტერის" ტანმაღალი ფორვარდების წინააღმდეგ, "ემპოლის" მწვრთნელი სარი თავიდანვე ქართველ ფორვარდს ათამაშებს.

სხვათა შორის, ვარჯიშზე მაკარონემ ტრავმა მიიღო დავარჯიში ვერ ჩაამთავრა, თუმცა საშიში არაფერია, მას ბურთი თვალში მოხვდა და ექიმების თქმით, შაბათს თამაშში ეს ხელს არ შეუშლის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგის თამაშებს რომ ვუყურე სერია ა-ს წინა ტურებში, ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა: ყველა ბურთზე იბრძოდა, კარგად ამწვავებდა შეტევებს, მეორე სართულზე საუკეთესო იყო და პასებსაც კი კარგად და შედეგიანად არიგებდა ფლანგებისკენ... მოკლედ ძალიან მომწონს ეს ფორვარდი და აშკარად მეტ დროს იმსახურებს, ჯობს პურიკელის ტავანოს და თვით მაკარონესაც :))
Iraki
19:57 16-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული