საქართველოს ნაკრების თავკაცის გუნდმა თურქულ კლუბს 3:1 მოუგო. ერთი გოლი თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა მიკელ ალვარომ გაიტანა.
ცხადაძემ ლაშა სალუქვაძე და ალეკო ამისულაშვილი ათამაშა. ბაჩანა ცხადაძე ტრავმირებულია, გიორგი ლომაიას არ უთამაშია.
კახა ცხადაძე: "მაღელვებს ჩემი მოთამაშეების მცირე ტრავმები. ასეთი გამარჯვებები კი ყოველთვის სასიხარულოა, მაგრამ ეიფორიაში არ უნდა ჩავვარდეთ.
ჩვენ მრავალსვლიან კომბინაციებზე ვმუშაობთ და ამას წარმატება მოაქვს".
შოთა არველაძე